png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ილია ჭავჭავაძეს მოეწონებოდა

  • პოლიტიკა
  • 08.11.2015
  • 15:26
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ილია ჭავჭავაძეს მოეწონებოდა

 

 

"ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ილია ჭავჭავაძეს მოეწონებოდა,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგურამოში განაცხადა.

მთავრობის მეთაური, მეუღლესთან ერთად, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და  საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა. 

"ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ილიას ღვაწლზე, მის მოღვაწეობაზე, მის აზროვნებაზე. მართლაც ძალიან აქტუალურია ილიას ნააზრევი, რომელიც იყო აქტუალური ერთი საუკუნის წინ და მე მჯერა, ასევე იქნება აქტუალური ერთი საუკუნის შემდეგ. ყოველი მისი ნაბიჯი, ყოველი მისი მოღვაწეობა და ქმედება იყო გამიზნული იმისკენ, რომ გაძლიერებულიყო ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება. სწორედ ილიას დამსახურებაა ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში გაღვივდა ეროვნული თვითშეგნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ განსაკუთრებულად დავაფასოთ ამ უდიდესი ქართველის, ჩვენთვის საამაყო ადამიანის მოღვაწეობა და ვიცხოვროთ ისე, როგორც მოეწონებოდა ილია ჭავჭავაძეს; მივსდიოთ მის გზას, რომელიც არის სიმართლის გზა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დღესვე ლიტერატურული პრემიის "საგურამო" დაჯილდოების ცერემონიაზე 8 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ასევე გაიცა სპეციალური პრიზი, ილია ჭავჭავაძის მედალი - "მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge