png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი სიგუა: „GEM FEST-ის გახსნის პირველივე დღეებში 10 000-ზე მეტი ვიზიტორი მივიღეთ“

  • კულტურა
  • 17.07.2017
  • 15:33
 გიორგი სიგუა: „GEM FEST-ის გახსნის პირველივე დღეებში 10 000-ზე მეტი ვიზიტორი მივიღეთ“

„ჯემ ფესტის“-ის გახსნის პირველივე დღეებში ვუმასპინძლეთ  10 ათასამდე  ვიზიტორს, საიდანაც 64% იყო უცხოელი. უკვე გვქონდა 48 შოუ 8 სცენაზე“ - ამის შესახებ მუსიკალური ფესტივალის „ჯემ ფესტის“-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დღე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი მიზანი „ჩექ ინ ჯორჯიას“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

როგორც გიორგი სიგუამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წელს პირველად მოხდა განმუხურის გარეთ,  GEM FEST-ის გარე ტერიტორიის ათვისებაც, მათ შორის არის კუნძული მდინარე ენგურში, ასევე ჩინური სცენა ანაკლიის სანაპიროზე და სხვა. „განმუხურში არის ქუჩები, სადაც ტურისტი იშვიათი იყო, ხოლო  ახლა ჰოლანდიელებს და გერმანელებს აქვთ აღებული სახლები და ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო დრო გაატარონ. ძალიან დიდი ხალისი და სიცოცხლე ჩქეფს ანაკლიაში და განმუხურში, 100-ზე მეტი ობიექტია აშენებული. ხუმრობა არ არის, რომ  სამეგრელოს სოფელ განმუხურში წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, ინტენსიურად  შენდება Guest House-ები და ახალი ობიექტები. ასე რომ,  უკვე სამი დღეა დაიწყო ჩვენი მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი და გელოდებით ყველას ანაკლიასა და განმუხურში“ - აღნიშნა სიგუამ პრესკონფერენციაზე.

„ჯემ ფესტი 2017“ განმუხურში 14 ივლისს დაიწყო და  33 დღის განმავლობაში, 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის იქნებიან ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. 

საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24 საათის განმავლობაში  იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ღონისძიება და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

 „ჯემ ფესტის“  ტერიტორიაზე განთავსებულია დაცული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საბავშვო სივრცე, მოედნებითა და ატრაქციონებით. საფესტივალო ტერიტორიაზე მოქმედებს ევროსტანდარტების შესაბამისი კარვების ქალაქი, სადაც ერთდროულად 10 000 ადამიანი  განთავსდება. კარვები, ისევე როგორც სხვა სანიტარული პირობები, წლევანდელ GEM Fest-ზე გაუმჯობესებულია.

წელს ფესტივალზე ასევე გაზრდილია კვების და სავაჭრო ობიექტების რაოდენობა - ერთი თვის განმავლობაში სტუმრებს 30 ბარი, 15 რესტორანი, 40-მდე სწრაფი კვების და 50-მდე სხვა სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ „ჯემ ფესტი“-ს ფარგლებში დასაქმებულია 2800-ზე მეტი ადამიანი. ფესტივალი მნიშვნელოვან როლს შეასრულების რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც.

ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა ადგილობრივი მოსახლებისთვის - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეკლამირების პაკეტების მიწოდების და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული ტრენინგი გაიარეს. პროექტის შედეგად, დღეის მდგომარეობით, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი, ან გაყიდულია.  ფესტივალზე სტუმრები ჩამოდიან როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან და ა.შ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge