png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სახალხო დამცველის გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 09.11.2015
  • 14:06
სახალხო დამცველის გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელ დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა, რის შემდეგაც ომბუდსმენმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ერთად ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ქალთა მკვლელობების შემაშფოთებელ მასშტაბები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების განხორციელების გამოწვევები განიხილეს.

„მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი მტკიცე ნება და ჩართულობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებებით. ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება  გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენს მიერ მომზადებული არაერთი სპეციალური ანგარიში, სახელმწიფო სერვისების შეფასება და ინდივიდულური საქმისწარმოების პროცესი ნათლად გვიჩვენებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებულ გამოწვევებს. ერთი მხრივ, საზოგადოების დამოკიდებულებას, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისი სტრუქტურების მიერ საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასებით საქართველოში არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, თუმცა კვლავ რჩება ხარვეზები.  დუბრავკა სიმონოვიჩს განცხადებით მნიშვნელოვანია ქვეყანამ ორიენტირი გააკეთოს ძალადობის დაძლევისა და პრევენციის ნაწილზე.

სახალხო დამცველმა გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია. დუბრავკა სიმონოვიჩი მზად არის შეისწავლოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდოს საქართველოს მთავრობას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge