png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

,,ვის დასჭირდა ჩემს უბედურებაზე გართობა არ ვიცი'' - ბესიკ დუღაშვილი არ უპოვიათ

  • საზოგადოება
  • 31.07.2017
  • 20:00
,,ვის დასჭირდა ჩემს უბედურებაზე გართობა არ ვიცი'' - ბესიკ დუღაშვილი არ უპოვიათ

ორი დღის წინ, გაუჩინარებულ კარიკატურისტს ბესიკ დუღაშვილს ამ დრომდე ეძებენ. დღეს „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას დუღაშვილის დამ, ანნა დუღაშვილმა განაცხადა, რომ მისი ძმა ნაპოვნია. 

„ცოცხალია, გამოჩნდა! რომელიღაც დედაოს დაურეკავს მისი ყოფილი მეუღლისთვის. ჯერ არ ვიცით სადაა, მთავარია, რომ ცოცხალია“, - თუმცა რამდენიმე საათის წინ ირკვევა, რომ კარიკატურისტი ამ დრომდე არავის უპოვია. 

,,ვის დასჭირდა ჩემს უბედურებაზე გართობა არ ვიცი. ბესო არ უპოვიათ. პოლიციამ უკვე დაკითხა დედა ივლიტა, რომელიც ამბობს, რომ მას ბესო არ უნახავს. დღეს ამ ამბის გამო მთელი დღე ისეთი ბედნიერი ვიყავი, კინაღამ პოლიციის განყოფილებაში ვიცეკვე. ჟურნალისტებს დავუდასტურე, ჩემი ძმა გამოჩნდა-მეთქი და როგორი სირცხვილია, რომ ეს ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა და ჩემივე სიტყვებს უარვყოფ!'', - განაცხადა ანნა დუღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კარიკატურისტმა გუშინ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებლი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მასზე რამდენიმე საათში ძებნა გამოცხადდა. დუღაშვილს სამართალდამცავები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ბესიკ დუღაშვილის facebook.com-ზე გამოქვეყნებული პოსტი: 

,,როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით "ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!", როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-"იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი"... როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს...

არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა... არა... არა... და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს...

მე გავდივარ... გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან...
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში...
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება... შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა... მშვიდი სიბერე...
დე მე ვიყო ბოლო...
შემინდეთ... და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი"

ბესიკ დუღაშვილის და წერს რომ, დაკარგული ჯერ არ უპოვიათ და ყველას, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს მის შესახებ დარეკოს ნომერზე: 5 99 542 544

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge