png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრემიერი როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის წარმომადგენლებს შეხვედა

  • პოლიტიკა
  • 09.11.2015
  • 15:55
 პრემიერი როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის წარმომადგენლებს შეხვედა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი ფონდის საქმიანობას გაეცნო და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.  

მხარეებმა ჯანდაცვითი პროგრამების შესახებ თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ახალშობილის დაბადებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაავადების გამოვლენისა და ახალშობილთა დიაგნოსტირების მნიშვნელობას.

„ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა პრემიერ–მინისტრთან. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის განვიხილეთ  საქართველოში მიმდინარე პროგრამები და სამომავლო პროექტები,“–განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა  ელენა როსტროპოვიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ფონდმა დააფინანსა და განახორციელა არაერთი სამედიცინო პროგრამა საქართველოში. მათ შორის: წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგიო იმუნიზაცია; ახალშობილებში შიდსის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია; ჰეპატიტ B-ს ელიმინაცია, ახალშობილებში ჰეპატიტ B-ს ვერტიკალური გადაცემის პრევენცია; ახალშობილთა სკრინინგი თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე; ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად; რისკის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და მოზარდების იმუნიზაცია ჰეპატიტ B-ს საწინააღმდეგოდ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge