png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა UnionPay International-ის ბარათების მიღებაზე ხელშეკრულება გააფორმა

  • ეკონომიკა
  • 31.08.2017
  • 17:37
 საქართველოს ბანკმა UnionPay International-ის ბარათების მიღებაზე ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო საგადახდო ბარათების  კომპანიასთან,  UnionPay International-თან (UPI), თავის ქსელში ბარათების მიღების თაობაზე. წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში შესაძლებელი იქნება UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება და გადახდა.

საქართველოს ბანკი ფლობს ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელს, რომელიც მოიცავს 827 ბანკომატს, ხოლო ბანკის პოს ტერმინალების ქსელი 11,303 ტერმინალს ითვლის.  საქართველოს ბანკი 1997 და 1998 წლებიდან შესაბამისად, Mastercard-ის და Visa-ს წევრი ორგანიზაციაა; ასევე, 2008 წლიდან American Express®-ის, ხოლო 2011 წლიდან Diners Club International-ისა და Discover-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.

„მოხარული ვარ, რომ წლის ბოლომდე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოში ბანკომატებისა და პოს ტერმინალების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელში ისარგებლოს UnionPay International-ის ბარათებით. შედეგად, საქართველოს ბანკი მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა საბანკო ბარათის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოში. ვფიქრობ, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში აღინიშნება ტურისტული ნაკადების საგრძნობი ზრდა და გადახდების მომსახურება კი ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია“, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „გადახდების მომსახურების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ დაამატა კახა კიკნაველიძემ.

UnionPay International-ი, China UnionPay-ს შვილობილია. UPI-ს პატნიორობა აქვს 1,000-ზე მეტ დაწესებულებასთან მსოფლიოში და მისი ბარათების მიღება ხდება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. UPI ემსახურება მსოფლიოში საბანკო ბარათების მფლობელ ყველაზე დიდ რიცხვს.        

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge