png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„საქართველოს ბანკმა“ მომსახურების ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი ფილიალი ბათუმში გახსნა

  • ეკონომიკა
  • 01.09.2017
  • 15:10
 „საქართველოს ბანკმა“ მომსახურების ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი ფილიალი ბათუმში გახსნა

,,საქართველოს ბანკმა" მომსახურების ახალი მოდელის - „მეტი ურთიერთობის“ მიხედვით მოწყობილი ფილიალი გახსნა ბათუმში. მ. აბაშიძის 58-ში არსებული ბანკის მთავარი ფილიალის განახლება დასრულდა. ეს საქართველოს ბანკის ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი რიგით მე-6 ფილიალია, მათ შორის 5 თბილისში ფუნქციონირებს.

საქართველოს ბანკმა მომსახურების ახალი მოდელის, „მეტი ურთიერთობის“ დანერგვის შესახებ მაისში განაცხადა. ახალი მოდელის თანახმად, მომსახურება უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება, მომხმარებელი მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას არ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან - ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია. 

ახალი მოდელის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად განაახლა ფილიალების ფორმატი, სადაც სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი - მომხმარებლების მომსახურება ხდება როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. „co-working“ სივრცეში, სადაც მომხმარებელსა და ბანკის თანამშრომელს პროექტზე მუშაობა ერთობლივად შეუძლიათ. ახალი ტიპის ფილიალში საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეუძლია. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების 
ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სასურველი ოპერაციები.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge