png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ის ორი ჯილდო მოიპოვა

  • ეკონომიკა
  • 10.11.2015
  • 12:21
"ლისი დეველოპმენტმა"  International Property Awards-ის ორი ჯილდო მოიპოვა

კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" უძრავი ქონების ინდუსტრიაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების, International Property Awards-ის ორი ჯილდო მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში: "საუკეთესო მრავალერთეულიანი დეველოპმენტი საქართველოში" და "საუკეთესო საცხოვრებელი დეველოპმენტი საქართველოში".

"ლისი დეველოპმენტი" უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ამ პრესტიჟული ცერემონიის ლაურეატი ხდება. სულ კომპანიას  საერთაშორისო უძრავი ქონების კონკურსის უკვე 6 ჯილდო აქვს მიღებული.

International Property Awards უკვე 20 წელია არსებობს და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში 60-ზე მეტი ექსპერტი იყო ჩართული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  

„ლისი დეველოპმენტი“ საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ 350 ჰექტარის განვითარება. კომპანია 2010 წლის მარტში დაფუძნდა და მას შემდეგ ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით „მწვანე ქალაქი ლისზე“. კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ მიზანი არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნაა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაც.

ამ ეტაპზე ლისის საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ფაზა დასრულებულია, რაც 170-ზე მეტ ბინას, 16 თაუნჰაუსსა და 3 ვილას მოიცავს. პროექტის მომდევნო ფაზა, რომელიც 2015 წლის მაისში დაიწყო, 2016 წლის ბოლომდე დასრულდება . მეორე ფაზა 48000 მ²-ის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც 260 საცხოვრებელ ერთეულს გულისხმობს (ბინა და თაუნჰაუსი).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge