png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

facebook-მა რუსეთს ამერიკელი ამომრჩევლისთვის განკუთვნილი რეკლამა მიჰყიდა

  • მსოფლიო
  • 07.09.2017
  • 14:41
facebook-მა რუსეთს ამერიკელი ამომრჩევლისთვის განკუთვნილი რეკლამა მიჰყიდა

გლობალური სოციალური ქსელი, ,,ფეისბუკი'', ამერიკელ გამომძიებლებს ატყობინებს, რომ ახლახან აღმოჩენილი ინფორმაციით, აშშ-ში გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მან რუსეთში განთავსებულ სტრუქტურებს მიჰყიდა რეკლამა, რომელიც ამერიკელი ამომრჩევლისთვის იყო განკუთვნილი.

,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ,,ფეისბუკმა'' ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა 6 სექტემბერს გამოქვეყნებული ბლოგპოსტით, რომლის ავტორია კომპანიის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ალექს სტამოსი.

პოსტში ნათქვამია, რომ ფეისბუკი თანამშრომლობს კონგრესსა და იუსტიციის სამინისტროში მოქმედ გამომძიებლებთან, რომლებიც იკვლევენ ცნობებს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

ვაშინგტონ პოსტი, მოვლენებში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფეისბუკმა 100,000 დოლარად ღირებული კამპანია მიჰყიდა რუსეთში განთავსებულ „ტროლების ფერმას“, რომელიც კრემლის მომხრე პროპაგანდისტული კამპანიებით არის ცნობილი. ამასთან, სტამოსი დასძენს, რომ ფეისბუკმა ასევე აღმოაჩინა 50 000 დოლარის ღირებულების, პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რომელსაც შესაძლოა ასევე რუსეთთან ჰქონდეს კავშირი. სტამოსის თქმით, რუსეთის სტრუქტურების მიერ განთავსებული რეკლამებიდან ბევრი ეყრდნობოდა 470 ყალბ ფეისბუკ-პროფილს, რომლებიც ავრცელებდნენ რადიკალურ და პოლარიზაციის გამომწვევ შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა იმიგრაცია, იარაღის ტარების უფლება, რასობრივი საკითხები და ჰომოსექსუალთა უფლებები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge