png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პროკურატურაში ადვოკატ გ. მდინარაძის საქმეზე დაზარალებულთან და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 10.11.2015
  • 18:20
პროკურატურაში ადვოკატ გ. მდინარაძის საქმეზე დაზარალებულთან და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საქართველოს  მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე და ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანს დავით ასათიანს შეხვდნენ.  შეხვედრის მთავარი თემა იყო ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ამა წლის 8 ნოემბერს პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რაზეც საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძება.  ირაკლი შოთაძემ და მიხეილ შაყულაშვილმა ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. დაზარალებულმა გ.მდინარაძემ მიიღო დაპირება რომ აღნიშნული საქმე იქნება უმოკლეს დროში გამოძიებული და დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის ცალკეული თანაშრომლების მიმართ ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით.  ამ ეტაპზე დაკითხულია დაზარალებული და სხვა პირები მათ შორის პოლიციის თანამშრომლები, დანიშნულია საჭირო ექსპერტიზები. საქმეზე ინტენსიური გამოძიება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge