png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართული დაფნა ქუვეითში, კორეაში და ჰონგ-კონგში იყიდება

  • ეკონომიკა
  • 18.09.2017
  • 13:42
 ქართული დაფნა ქუვეითში, კორეაში და ჰონგ-კონგში იყიდება

ქართული პროდუქტის საექსპორტო წარმატება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანიამ „ქართული დაფნა“ საკუთარი პროდუქცია ქუვეითში, კორეაში და ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ექსპორტიორმა კომპანიამ „ქართული დაფნა“ საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან გამოფენებზე - GULFOOD 2017 და HOFEX 2017 მიიღო მონაწილეობა, სადაც წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად კიდევ რამდენიმე ახალი საექსპორტო ბაზრის მოძიება და წარმატებული ხელშეკრულებების გაფორმება შეძლო.

ქართული დაფნის მწარმოებელი კომპანია 2014 წელს USAID-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით დაარსდა, კომპანია აღჭურვილია ენერგოეფექტური  მაღალი წარმადობის საშრობი დანადგარებით, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული დასუფთავების, დახარისხების და შესაფუთი მანქანებით და მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიით.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პერმანენტულად უწევს ორგანიზებას ქართველი ექსპორტიორი კომპანიების სავაჭრო მისიებსა და გამოფენებში მონაწილეობას,  რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge