png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ზაალ უდუმაშვილი გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს

  • საზოგადოება
  • 11.11.2015
  • 16:01
ზაალ უდუმაშვილი გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს

ზაალ უდუმაშვილი გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს. უდუმაშვილი ურთმელიძის მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს მოუწოდებს, რომ შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები თუნდაც დისტანციურად. 

"სურპრიზები ხელისუფლების მხრიდან არ მთავრდება. ერთი საათის წინ ჩვენ სრული აფსურდი მოვისმინეთ იმ ე.წ. დორებითი მმართველებისგან რომლებიც ურთმელიძემ დაუნიშნა რუსთავი 2-ს. პირველ რიგში, მაინტერესებს, როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები საჯარო განხილვების საგანი.

დიახ, მე ვადასტურებ, რომ 2 დღის წინ დავით დვალის თხოვნით შევხვდი. 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. მე გავაცანი ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს, თუ რატომ არ იზიარებდა კომპანია იმ პოროცესს, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მე კარგად ავუხსენი მას, რომ ეს იყო ხელისუფლების წარმოებული ბრძოლა და ის იყო ხელისუფლების იარაღი. მას ჰქონდა თავისი პოზიცია. ჩვენ ვერ შევჯერდით. ჩემგან დავით დვალს თანხმობა არ მიუღია და ამით დავშორდით.

მე ძალიან მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრი იმ ვალდებულების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა საყვარელიშვილმა და დვალმა ისე, რომ ჩემი ხელმოწერა არ ყოფილიყო ზედ. ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა და, შესაბამისად, ეს დოკუემენტი უკანონოა. მე ვარ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ამ ვალდებულებას მე ვერ ავიღებ ამ ვალდებულებას. 3 დღით ადრე რომ მოუნდათ ჩემზე გადმოეკისრებინათ ის ვლადებულებები, რაც კომპანიას აქვს გასასტუმრებელი, გასაგებია რაზეც მიუნიშნებს. მათ სურთ კომპანია შეიყვანონ ჩიხში. ამას ვერ მოესწრებით.

მე ამ ვალდებულებებს ვერ ვიღებ, ვინაიდან, ის უკანონოა. თქვენ ბატონებო, თამაზ ურთმელიძისგან ყველანაირი ვალდებულება ურთმელიძისგან გაქვთ აღებული. მოსამართლის გადწყვეტილებას თავადაც არ ეთანხმებით. თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, შეგიძლიათ დისტანციურად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები და ის ფინანსური ვალდებულებები, რაც კომპანიას გააჩნია, დისტანციურად მართოთ, რადგან თქვენ გააგაჩნიათ წვდომა ბუღალტერიასთან. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენი უფლება-მოვალეობები," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge