png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აეროპორტებში ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

  • ეკონომიკა
  • 13.10.2017
  • 16:27
აეროპორტებში ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის აეროპორტებში პერიოდულად მოეწყობა ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა, რათა საქართველოს ყველა სტუმარს, ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მიეცეს შესაძლებლობა, გაიცნოს ჩვენი კულტურა, ჩვენი უნიჭიერესი ადამიანების შემოქმედება. ეს იდეა საქართველოს პრემიერ მინისტრმა 26 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე გააჟღერა. პირველი ასეთი გამოფენის ადგილად ამბროლაურის ახალი აეროპორტი შეირჩა, სადაც 13 ოქტომბერს ონში მცხოვრები 18 წლის ახალგაზრდის - ზაურ გამყრელიძის ქანდაკებების გამოფენა გაიხსნა.ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაესწრნენ. როგორც ავტორი ამბობს, პლასტილინით ქანდაკებების ძერწვა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ძერწავდა ათასგვარ ფიგურებს − იმ დღემდე, ვიდრე ყველა ძველ ნამუშევარს პლასტილინის ერთ დიდ გუნდად აქცევდა. ძველს რომ შეელია, ზაურის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო: პირველი ქანდაკება 2013 წელს შექმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა მიმდინარე წლის ზაფხულში ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.ამბროლაურის აეროპორტში ზაურ გამყრელიძის ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის ინიცირებული პროექტი სახელწოდებით ART FROM GEORGIA მომავალი წლის იანვარში კიდევ უფრო ფართოდ ქუთაისის აეროპორტში გაიშლება,სადაც წარმოდგენილი იქნება იმერეთის რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge