png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 13.11.2015
  • 12:13
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურებას არსებითი გავლენა აქვს დემოკრატიული წესრიგის, კანონის უზენაესობაზე აგებული და ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის.

“დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის თავდაპირველი გარანტიაა ისეთი კადრების შერჩევა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოსამართლის მაღალ სტატუსს. მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელების უმთავრეს ღერძს თავად მოსამართლე წარმოადგენს და შესაბამისად, აუცილებელია სათავეშივე უზრუნველყოს სახელმწიფომ კადრების ეფექტური ფორმირება. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ნათლად განსაზღვრავს საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წარმატებული კანდიდატი - კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობას.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა კომპეტენტურობის შეფასებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება. მასში იგულისხმება კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში წარდგენილი რეკომენდაციები დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ და საპარლამენტო ანგარიშები. 

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ინფორმაცია არსებითად დაეხმარება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სათანადო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც თავის მხრივ პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქართული მართლმსაჯულების ეფექტურ უზრუნველყოფაზე. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი კი დააკმაყოფილებს კანონის ყველა მოთხოვნას, რის შედეგადაც პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოში კომპეტენტური სასამართლო კორპუსის ჩამოყალიბებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებისკენ”, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge