png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მომავალი წლიდან აჭარას დაგეგმილი ღონისძიებების ერთიანი კალენდარი ექნება

  • ეკონომიკა
  • 13.11.2015
  • 13:10
მომავალი წლიდან აჭარას დაგეგმილი ღონისძიებების ერთიანი კალენდარი ექნება

მომავალ წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით რეგიონში დაგეგმილი ივენთების ერთიანი კალენდარი შეიქმნება.

როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, ერთიანი კალენდარი თავს მოუყრის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს, რის საფუძველზეც ტურისტს აჭარაში დასვენების დაგეგმვა უფრო გაუმარტივდება.

„ერთიანი კალენდარის შექმნის ინიციატივა დეპარტამენტს ეკუთვნის და ამის შესახებ მთავრობაც ჩავაყენეთ საქმის კურსში. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ყველა სამთავრობო უწყება თავის ბალანსზე არსებული საშემსრულებლო-სახელოვნებო ჯგუფების ღონისძიებების შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას და ეს ინფორმაცია შემდეგ გაერთიანებული იქნება და დაიტანება ერთიან კალენდარში. ჩვენ კი კალენდრის პოზიციონირებას მოვახდენთ, როგორც ჩვენი ვებგვერდის და ასევე სარეკლამო კამპანიების საშუალებით. მას შემდეგ რაც ღონისძიებები ერთიან კალენდარში გვექნება კონსოლიდირებული, ამის შემდეგ ჩვენ ამ ყველაფერს კერძო სექტორს შევთავაზებთ. მოგეხსენებათ დაგეგმვისა და ინფორმირებულობის კუთხით საქართველოში პრობლემები გვაქვს. დაგეგმვის თვალსაზრისით წინასწარ არ ვიცით ღონისძიებების შესახებ და ვიგებთ საკმაოდ გვიან. შესაბამისად ძნელია ამ ინფორმაციის მიწოდება ტურისტისთვის.  ტურისტიც წინასწარ ვერ საზღვრავს და ვერ ითვალისწინებს ამ შეთავაზებებს და ცხადია დასვენების დაგეგმვას ამ ღონისძიებებს ვერ ამთხვევს. ერთიან კალენდართან ერთად, კერძო სექტორს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტსაც შევთავაზებთ, რაც საბოლოო ჯამში მათ დაინტერესებას გაზრდის“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.

დეპარტამენტის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ერთიან კალენდარში წლის განმავლობაში 300-400 ღონისძიება მოიყრის თავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge