png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ომანის სასულთნოს ავიაკომპანია Salam Air-ი შემოდის

  • ეკონომიკა
  • 24.10.2017
  • 14:21
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ომანის სასულთნოს ავიაკომპანია Salam Air-ი შემოდის

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს მიერ ომანის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის სასულთნოს წამყვანი ავიაკომპანიის, Oman Air-ის შვილობილი კომპანია Salam Air-ი, რომელიც 2018 წლის ივნისიდან განახორციელებს ავიარეისებს კვირაში ოთხი რეისის სიხშირით მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა თბილისში კომპანიის წარმომადგენლობის გახსნა და ინვესტიციების განხორციელება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ომანში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას (რეზიდენციით ქ. რიადი, საუდის არაბეთის სამეფო) მიერ სასულთნოს დედაქალაქ მასკატში Oman Air-ისა და Salam Air-ის აღმასრულებელ დირექტორებთან და ბორდის წევრებთან გამართული შეხვედრის დროს. ასევე გაიმართა კონსულტაციები ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა საქართველოსა და სასულთნოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობა. დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ. აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Salam Air- შემოსვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge