png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისში „თეგეტა მოტორსის“ ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 25.10.2017
  • 16:23
თბილისში „თეგეტა მოტორსის“ ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე „თეგეტა მოტორსმა“ ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ სპეცტექნიკის ნაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, საბურავები, აკუმულატორები, დამატებითი მოწყობილობები და სხვა აქსესუარები. 

,,თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი მშვილდაძის  განცხადებით, კომპანია რამდენიმე სპეციალიზებული მაღაზიის გახსნას კიდევ აპირებს. 

”დღეს გავხსენით სპეციალიზირებული ახალი სავაჭრო ობიექტი, რომელიც ავტოსათადარიგო ნაწილებს შესთავაზებს მომხმარებლებს. ეს არის სპეციალიზირებული მაღაზია. ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის სხვადასხვა ობიექტზე იღებდა ამ მომსახურებას, მაგრამ იქ უფრო შერეული პროდუქცია იყო. ჩვენ  მათ სურვილებს გაგებით მოვეკიდეთ და გავხსენით სპეციალიზებული მაღაზია,  ვფიქრობ, რომ წარმატებული ობიექტი იქნება. კიდევ ვაპირებთ რამდენიმე სპეციალიზებული მაღაზიის გახსნას დიღმის ტერიტორიაზე”, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.

მაღაზიაში მომხმარებელს დახვდება მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის, როგორც ორიგინალი, ისე ალტერნატიული და ბიუჯეტური პროდუქცია და მოემსახურება, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ მომხმარებელს.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე განვადებით. 

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

„თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge