png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„Mercedes-Benz Fashion Week“ თბილისში 2-6 ნოემბერს გაიმართება

  • კულტურა
  • 26.10.2017
  • 11:36
„Mercedes-Benz Fashion Week“ თბილისში 2-6 ნოემბერს გაიმართება

თბილისის „Mercedes-Benz Fashion Week“ 2-6 ნოემბერს არის ჩანიშნული. უკვე ცნობილია რომელი ქართველი დიზაინერები მიიღებენ მონაწილეობას და წარადგენენ საკუთარ კოლექციებს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის.

2 ნოემბერს მოდის კვირეულს ავთანდილი გახსნის, 16:00 საათზე, ამ დღის მნიშვნელოვან კოლექციებს შორისაა ანუკა ქებურიას (18:00), სალომე ღვინიაშვილის (19:00) და დათუნა სულიკაშვილის (21:00) ჩვენებები.

3 ნოემბერს უცხოელი ბაიერებისა და მოდის კრიტიკოსების, ასევე საერთაშორისო პრესის წარმომაგენლების წინაშე წარდგება 11 მოდის სახლი, მათ შორის დოლა დამიანი (13:00), დიანა კვარიანი (15:00), ლალო (18:00), Situationist (21:00).

4 ნოემბრის კალენდარი შემდეგნაირია: თამუნა ინგოროყვა (14:00), ალექსანდრე არუთინოვი (17:00), ჯაბა დიასამიძე (21:00).

5 და 6 ნოემბერს პოდიუმზე შესაფასებლად საკუთარ ნამუშევრებს ასევე გამოიტანენ ანუკი არეშიძე, გიორგი ქებურია, „ატელიე კიკალა“, გიორგი შაღაშვილი, „ბლიკვანგერი“.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულმა მოდის კვირეულმა უამრავ ქართველ დიზაინერს გაუხსნა გზა. კოლექციები „ვოგის“ ყურადღების ცენტრში ხვდება, საიდანაც მას ცნობილი უცხოელი ვარსკვლავების სტილისტები ნახულობენ და ქართველი დიზაინერების ნამუშევრები უკვე მოირგეს ლედი გაგამ, ანჯელინა ჯილომ და სხვა პოპულარულმა სახეებმა.

მოდის კვირეულის ზუსტი განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge