png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელთა ხელში და შესაბამისად გამოძიება უნდა ჩატარდეს - ანა ნაცვლიშვილი

  • კომენტარები
  • 26.10.2017
  • 16:38
ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელთა ხელში და შესაბამისად გამოძიება უნდა ჩატარდეს - ანა ნაცვლიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დაკავებისას გარდაცვლილი პირის საქმეზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ, არსებობდა თუ არა ამ პირის დაკავების საფუძველი, როდესაც შეუძლოდ გახდა, რა რეაგირება მოახდინეს სამართალდამცველებმა, მათ შორის - გამოიძახეს თუ არა სასწრაფო დახმარება. 

როგორც ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ოჯახს პრეტენზია, ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელის ხელში და შესაბამისად, გამოძიება უნდა ჩატარდეს. 

„კარგია, რომ საქმეს იძიებს პროკურატურა, რადგან შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კანონთან შეუსაბამო მოქმედებას ეხებოდეს საქმე. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორი კვალიფიკაციით მოხდეს საქმის წარმართვა. ამ ეტაპზე კვალიფიკაცია, რომელიც საქმეს აქვს მინიჭებული, მაინცდამაინც არ ისახავს მიზნად, შეაფასოს პოლიციელების მოქმედებების კეთილსინდისიერება. კვალიფიკაციის ნაწილში გასაფართოებელია ხედვა, რადგან შესაძლოა, საქმე ჰქონდეს სამოხელეო უფლებამოსილების გადამეტებას ან არაჯეროვან მოქმედებებს მას შემდეგ, რაც მოქალაქემ უთხრა პოლიციელებს, რომ თავს არ გრძნობდა კარგად. მნიშვნელობა არა აქვს სახელმწიფოსთვის, გარდაცვლილის ოჯახს გააჩნია თუ არა რაიმე პრეტენზია. ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელთა ხელში და შესაბამისად გამოძიება უნდა ჩატარდეს“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge