png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 30.10.2017
  • 17:00
ირაკლი კობახიძე ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დენის ო'დონოვანი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და  ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნეს  საპარლამენტო კავშირების მნიშვნელობა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ დენის ო'დონოვანს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო.

საუბარი, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას მჭიდრო ურთიერთობა აქვს, რომელიც დინამიურად ვითარდება. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებული წვლილის შესატანად აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტი.

,,21 წელია, საქართველოს და ირლანდიის რესპუბლიკას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს  და მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებით ნაყოფიერი გვაქვს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, კულტურა, განათლება. გვსურს, განსაკუთრებული წვლილი შევიტანოთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში, და ამ კუთხით პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს. საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებულია მეგობრობის ჯგუფი და მოხარულები ვართ, რომ ანალოგიურად, ირლანდიის რესპუბლიკაშიც, პარლამენტში შეიქმნა საქართველოსთან  მეგობრობის ჯგუფი. მადლიერება გამოვხატეთ ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის წარმომადგენლების წინაშე იმის გამო, რომ ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ირლანდიის რესპუბლიკა  ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამოხატულია, მათ შორის, საპარლამენტო რეზოლუციებსა და შესაბამის განცხადებებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შეეხო.

„ვისაუბრეთ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე. ასევე, სტუმრებს გავაცანით რეფორმები, რომელიც ტარდება საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით - დემოკრატიული განვითარების კუთხით, ეკონომიკური, სოციალური განვითარების კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ შექმნილ მდგომარეობაზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის ვიზიტს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებულად თბილი, ემოციური დამოკიდებულება ირლანდიელთა მიმართ და ეს ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ აქტიურად ვიზრუნოთ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ სპიკერს ჩამობრძანებისთვის. მის ვიზიტს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის თქმით, მისი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს საქართველოს.

„ჩვენი ქვეყანა და ხალხი პატივს სცემს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო სწევს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ამ მიმართულებით - ყველა ასპექტში.

ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო. არსებობს ბევრი სფერო, სადაც შეგვიძლია საქართველოსთან უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ", - განაცხადა დენის ო'დონოვანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge