png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

  • პოლიტიკა
  • 31.10.2017
  • 13:39
 „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას, მონაწილეობას არ მიიღებს, ამის შესახებ განცხადება, პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

,,მიზეზი პირველი, გუშინვე უმრავლესობის ლიდერებისგან ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ, წინასწარ დაანონსებული 4 ცვლილება. ანუ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა. ასეთ პირობებში, როდესაც წინასწარ არის გაცხადებული, არანაირ შინაარსობრივ ცვლილებაზე ეს კომისია და უმრავლესობა არ დათანხმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობის არსს კომისიაში ვერ ვხედავთ.

მიზეზი მეორე, თავისთავად წარმოდგენილი ოთხი ცვლილება ატარებს , პოზიტიურ ხასიათს, მაგრამ ოთხივე მათგანი , ორი კვირის წინ ქართული ოცნების მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. საიდან გაჩნდა ბონუსი კონსტიტუციაში, საიდან გაჩნდა ბლოკების აკრძალვა, საიდან გაჩნდა რელიგიური შეზღუდვა . ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ გააჩინა ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში. ამიტომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს  საერთაშორისო ზეწოლით ცდილობს გამოასწოროს საკუთარი გაფუჭებული, ვერანაირად გამოდგება კონსესუსის პოლიტიკური შეთანხმების საფუვლად. ვინაიდან ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი. ის მთავარი ელემენტი რომeლსაც ითხოვს ყველა ოპოზიციური პარტია , პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოება . ეს გახლავთ უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებზე მთლიაანდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა  ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლება.  ამ ორი ძირითადი ელემენტის გარეშე ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება ის ცვლილებები, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“

მესამე მიზეზია თავად უმრავლესობის დამოკიდებულება სახალხო განხილვის პროცესის მიმართ. გვახსოვს წინა საკონსტიტუციო პროცესი, როდესაც საკუთარი შიდა შეთანხმების შედეგად ისე შეიცვალა საზოგადოებასთან შეთანხმება, რომ არც კი უკითხავთ ხალხისთვის.

მეოთხე მიზეზი არის ის, რომ საქართველომ მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს სამწუხაროა. მან ვერ გაუძლო დროის გამოცდას თუ უმრავლესობისგან და ,,ქართული ოცნებისგან” იქნება იმის სიგნალი, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციის შინაარსობრივი განხილვისთვის, ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შინაარსობრივ განხილვაში და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ კონსენსუსისთვის'', - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge