png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა - ბიორკი

  • კულტურა
  • 06.11.2017
  • 13:54
საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა - ბიორკი

ლეგენდარულმა ისლანდიელმა მუსიკოსმა, საკუთარ მსმენელს საქართველოში დაგროვილი შთაბეჭდილებები, სოციალურ ქსელის დახმარებით, თბილისის დატოვებიდან რამოდენიმე საათში გაუზიარა.

"შემიძლია მადლობა გადავუხადო თბილისის უძლეველ მაცხოვრებლებს? ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური, პოლიფონიური გუნდებით და ელექტრონული მუსიკის ლეგენდებით განებივრებული პერიოდი. ჩავიძირე ყვავილებში საუკეთესო ბისის დროს? დიახ.

გულითადად,

ბიორკი“ - წერს მომღერალი.

ბიორკი, 12 კაციან ჯგუფთან ერთად საქართველოში 28 ოქტომბერს ჩამოფრინდა, SOU festival ის ორგანიზებით, კონცერტები 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში, ევგენი მიქელაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით გაიმართა.

ორივე კონცერტზე, ისლანდიელმა ვირტუოზმა ქართველ მსმენელს უახლესი ნამუშევარი, „Vulnicura” წარუდგინა. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავდა არტისტის შემოქმედებიდან საკვანძო სიმღერასაც.

ოპერისა და ბალეტის თეატრში,  ბიორკის კონცერტის დასრულების შემდეგ, ხანგრძლივი ოვაციების დროს, მსმენელმა ბიორკი ყვავილებით შეამკო.

 მუსიკოსმა სცენიდანვე აღნიშნა, რომ საქართველო მისი ფავორიტი ქვეყანაა.

„საქართველო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ჩემი ფავორიტი ქვეყანაა. მადლობა ქართულ ორკესტრს და თქვენ. ბოდიშს გიხდით, ცოტა გაციებული ვარ, მაგრამ მე მოგეცით მთელი გული და სითბო“ - განაცხადა ბიორკმა

კონცერტების წარმდგნი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS -ია.

SOU - არაცნობიერის ნაკადს ნიშნავს. არაცნობიერის ნაკადი კი, ის მუსიკაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ცნობიერი წესრიგიდან, გაუკვალავ სმენად ველში გადავყავართ. ფესტივალის მთავარი ინტერესები მუსიკალური ექსპერიმენტები, ხმის კვლევა, ახალი გამოწვევები და მეთოდებია მუსიკალურ თვითგამოხატვასა თუ ვიზუალურ რეპრეზენტაციაში, რაც კულტურული მეხსიერების გაღვიძებასა და ახალი სრულიად ახალი სააზროვნო სივრცის გახსნას ემსახურება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge