png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დევიდ ლინჩი საქართველოს ეწვევა

  • კულტურა
  • 15.11.2017
  • 15:30
 დევიდ ლინჩი საქართველოს ეწვევა

18 ნოემბერს, 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა დევიდ ლინჩი - ცნობილი ამერიკელი რეჟსორი, სცენარისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი, დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებული, ისეთი ნამუშევრების ავტორი, როგორიცაა „ტვინ პიქსი“, „მალჰოლანდ დრაივი“, „ლურჯი ხავერდი“ და ა.შ. საქართველოს ასევე ეწვევა დევიდ ლინჩის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბობ როთი.

დევიდ ლინჩის ფონდი (“davidlynchfoundation.org) 2005 წელს აშშ-ში თავად დევიდ ლინჩის მიერ დაარსდა. ძირითადი ფილიალები ამერიკის შეერეთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და უკრაინაში მუშაობს.

საქართველოში ვიზიტი დაკავშირებულია, დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს, თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზრებაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდის პრეზიდენტია ცნობილი რეჟსორი და მუსიკოსი, გიგა აგლაძე.

საქართველოში პირველი ვიზიტის დროს, სახელგანთქმულ ამერიკელ რეჟისორს და მის გუნდს, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ქვეყნის კულტურას, ისტორიას და ტრადიციებს. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის პირველ პირებთან განიხილონ თანამშრომლობის შესაძლებლობა კულტურის, განათლების და მეცნიერების დარგში. შეხვდნენ ქართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, მეცნიერებს და ომის ვეტერანებს. ასევე, იგეგმება დევიდ ლინჩის ფილმის ჩვენება და მაყურებელთან შეხვედრა, საჯარო ლექცია ტრანსცენდენტული მედიტაციისა და საზოგადოებისთვის მისი სოციალური როლის შესახებ.   

დევიდ ლინჩის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაც გაიმართა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ცნობილი რეჟსორის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დედაქალაქში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, ლინჩის მთავრობის წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრთან, მერთან და განათლების მინისტრთან შეხვედრა. შეხვედრაზე ისინი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge