png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება

  • ეკონომიკა
  • 16.11.2015
  • 17:42
ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ განაცხადა, გეგმა მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს და მასში მონაწილე „სამეული“ საბოლოო ჯამში კმაყოფილი დარჩება.

უკვე არსებული სქემის მიხედვით, აგრარული უნივერისტეტის ყოფილი შენობა, რომელიც ბოტანიკური ბაღი მდებარეობს და არის ამორტიზებული, თუმცა საინვესტიციოდ მიმზიდველი - გასხვისდება.

სანაცვლოდ უნივერსიტეტი მიიღებს ჩაქვში მდებარე უმაღლესი საბჭოს შენობას, ხოლო უმაღლეს საბჭო სამუშაოდ ბათუმში დაბრუნდება, რისთვისაც აჭარის მთავრობა ახალი შენობის აშენებას გეგმავს.

არჩილ ხაბაძის განმარტებით, აგრარული უნივერსიტეტის შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, თუმცა თავად უნივერისტეტს ამისათვის ფინანსები არ გააჩნია.

„ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ უნივერსიტეტს 5 ათასი კვ/მ ფართის უფრო კეთილმოწყობილი შენობა გადავცეთ, ანუ რასაც მოიცავს მთლიანობაში ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა.

მზად ვართ უნივერისტეტს უმაღლესი საბჭოს შენობა გადავცეთ, რომელიც განთავსებულია ჩაქვში და მოიცავს 3 ათას კვ/მ ფართს. შენობა საკმაოდ კეთილმოწყობილია და შესანიშნავი ნაგებობაა სასწავლო დაწესებულებისათვის. დამატებით, ბათუმის ტერიტორიაზე გამოვყოფთ 2 ათას კვ/მ გარემონტებულ ფართს, რომელსაც უნივერსიტეტი შემდგომ საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენებს.

საერთო ჯამში, ვგეგმავთ, რომ 5000 კვ/მ კეთილმოწყობილი ფართი შევთავაზოთ უნივერსიტეტს, სანაცვლოდ კი წამოვიღოთ 5000 კვ/მ ფართი - საინვესტიციო მიზნებისთვის. ამის შემდგომ გვინდა უმაღლესი საბჭოსთვის, ქალაქის ტერიტორიაზე გამოვყოთ ფართი და საბჭოს ავუშენოთ შენობა“, აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის ინვესტორი 200 მლნ-მდე ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო ფართს საბაზრო ღირებულებით მიიღებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge