,,ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
- პოლიტიკა
- 17.11.2017
- 16:04
,,ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ოფისში იმყოფებიან ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.
განხილვის მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი და ლარის კურსია.
საუბარი ასევე შეეხება სახალხო დამცველის კანდიდატსაც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ უახლოეს მომავალში უნდა დაასახელოს.