png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არ ვიცით, რა უნდა გააკეთოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, სანამ უწმინდესი ცოცხალია - პატრიარქის მდივანი

  • კომენტარები
  • 23.11.2017
  • 17:30
არ ვიცით, რა უნდა გააკეთოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, სანამ უწმინდესი ცოცხალია - პატრიარქის მდივანი

„ვიცით რა უნდა გააკეთოს თანამოსაყდრემ, როცა პატრიარქი ცოცხალი აღარ იქნება, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ არ ვიცით, რა უნდა გააკეთოს სანამ ის ქმედუნარიანი და ცოცხალია“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ, მის თანამოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს დასახელების შესახებ  საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიტროპოლიტი შიო იქნება მთავარი ჭირისუფალი ეკლესიის მხრიდან.

,,არ ვიცით, რა დავალებებს მისცემს მას მისი უწმინდესობა, ვიცით, რა უნდა გააკეთოს თანამოსაყდრემ, როცა პატრიარქი აღარ იქნება, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ არ ვიცით რა უნდა გააკეთოს მან, სანამ მისი უწმინდესობა ქმედუნარიანი და ცოცხალია. 

ჩვენ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით გაწერილი გვაქვს, რომ ის იქნება მთავარი ჭირისუფალი ეკლესიის მხრიდან  და ის უხელმძღვანელებს ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევამდე.

ვიცით ყველაფერი, რაც მოხდება შემდეგ, მაგრამ მანამდე როგორ იქნება, ეს პატრიარქის გადასაწყვეტია. ამ დღეებში ჩამოვყალიბდებით რა უფლება-მოვალეობებს დააკისრეს მას მისი უწმინდესობა“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველი ,,TV პირველის'' ეთერში.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა, ილია მეორემ დღეს, ქაშუეთში, სადღესასწაულო წირვაზე, მის თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი წარადგინა.

ცნობისთვის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge