png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ახალაიას ვუთხარი, რომ შეუძლებელი იყო გირგვლიანს გაქცევის დროს დაზიანებები მიეღო - დავით ჩხატარაშვილი

  • კომენტარები
  • 28.11.2017
  • 18:13
 ახალაიას ვუთხარი, რომ შეუძლებელი იყო გირგვლიანს გაქცევის დროს დაზიანებები მიეღო - დავით ჩხატარაშვილი

„მთხოვა შემთხვევის ადგილი დამეთვალიერებინა და მეთქვა, შეიძლებოდა თუ არა, რომ გირგვლიანს გაქცევის დროს დაზიანებები მიეღო, მე ვუთხარი, რომ შეუძლებელი იყო”, - განაცხადა სასამართლო პროცესზე, კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას მაშინდელმა მოადგილემ, დავით ჩხატარაშვილმა.

ჩხატარაშვილის თქმით, ახალაიამ დაავალა, მოემზადებინა წერილები, რომლებიც მოვლენათა განვითარების ახალაიას ვერსიას ასახავდნენ.

,,დამიბარა დათა ახალაიამ და მითხრა, რომ საქმე გახსნილია და ის ვერსია, რომელიც შემდგომ განაჩენით დადასტურდა, მომიყვა. მითხრა, რომ თავად მონაწილეობდა ამ ოპერაციაში და დამავალა, მომემზადებინა წერილები, რომლებიც ასახავდნენ მოვლენათა განვითარების ახალაიას ვერსიას.

რამდენიმე წერილი შევადგინე, მითხრა, რომ ცენტრალურ კანცელარიაში ეს წერილები არ უნდა გატარებულიყო, რადგან უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. მე შევადგინე ეს წერილები, თუმცა გავატარე ჟურნალში ისე, რომ არ იცოდა დათამ. ჟურნალი შევინახე ჩემს კაბინეტში და უკვე მოგიანებით გადავეცი კანცელარიას.

რამდენიმე ხნის შემდეგ მთხოვა, რომ მენახა ის ადგილი, სადაც ეს მოხდა, რადგან ახალაის თქმით, დაკავებული პირები არ აღიარებდნენ მექანიკურ დაზიანებებსა და ბლაგვი საგნით მიყენებულ ჭრილობებს. ვიყავი ოქროყანაში, მთხოვა შემთხვევის ადგილი დამეთვალიერებინა და მეთქვა, შეიძლებოდა თუ არა, რომ გირგვლიანს გაქცევის დროს დაზიანებები მიეღო და მე ვუთხარი, რომ შეუძლებელი იყო. 

შემდეგ, დაკავებულებთან შეხება არ მქონია, არც მომინახულებია, თანაშრომლებისგან ვიცი, რომ სასჯელს კარგ პირობებში იხდიდნენ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავების სანაცვლოდ მათ 100 000 დოლარი მიიღეს“, – განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა.

მან თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის ეპიზოდზე ჩვენება მიცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge