png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

,,ჩვენი უბნის თვალი, ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი, რომელიც ჩვენივე ქვეყნის სამარცხვინო შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა''

  • ეს საინტერესოა
  • 03.12.2017
  • 16:31
,,ჩვენი უბნის თვალი, ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი, რომელიც ჩვენივე ქვეყნის სამარცხვინო შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა''

ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ბიჭების სკოლელის დედა – ნინო შონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

,,ყოველ დილას, როდესაც ჩემს შვილებს სკოლაში ვაცილებდი, ფანჯრიდან გავცქეროდი და ველოდებოდი, სანამ თვალს არ მიეფარებოდნენ. ამასობაში, ლევანიკო და გიორგი ჩამოივლიდნენ, ხანდახან ასცდებოდნენ დროში ერთმანეთს, უმეტესად კი ერთად მიიჩქაროდნენ სკოლისკენ.

2017 წლის პირველი დეკემბრის დილა კი უკანასკნელი აღმოჩნდა ლევანიკოსთვის. ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი სისასტიკის მსხვერპლი გახდებოდა ეს უდანაშაულო, უწყინარი და უპატიოსნესი ბიჭი… ვინ იფიქრებდა, დედას საკუთარი ფეხით რომ ვეღარ დაუბრუნდებოდა სახლში. თვალს უხაროდა მისი დანახვა ისეთი ბიჭი იყო. თავის ლამაზ, დიდრონ თვალებს შემოგანათებდა და სალამს ვერ დაასწრებდი. მუდამ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და სიკეთეს ასხივებდა. აი ასეთი იყო ჩვენი ლევანიკო, ჩვენი უბნის თვალი და ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენივე ქვეყნის სამარცხვინო შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა. არ ვიცი, როდის განელდება დღეს მიღებული შოკი და ტკივილი.

მეც დედა ვარ და მწარედ ვიზიარებ მისი დედის -.ნათიას ტკივილს, რომელიც თავს დაჰკანკალებდა თავის შვილებს. უფალმა გაამაგროს და გააძლიეროს. მე კი, სამწუხაროდ, დილაობით როდესაც ფანჯრიდან გადავიხედავ, ლევანიკოს სკოლისაკენ მიმავალი დიდი ნაბიჯები მხოლოდ მოგონებადღა დამრჩება”, – წერს შონია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge