png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს განაგრძობს

  • ეკონომიკა
  • 17.11.2015
  • 16:22
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს განაგრძობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს განაგრძობს, რადგან ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი ქადაგიძეს  უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად კონსულტაციებისათვის უკვე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, დღეს კი შეხვედრა ექსპერტებთან და არასამთავრობო  სექტორთან გაიმართა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  პრეზიდენტის სურვილია, რომ გაიზიაროს ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები და ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატი ერთპიროვნულად არ დაასახელოს.

„დღეს ექსპერტებთან შევიკრიბეთ სწორედ იმ კრიტერიუმებზე სასაუბროდ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი. 

ექსპერტებთან შევთანხმდით, რომ დაახლოებით, ორ კვირაში, ისინი დაასახელებენ კონკრეტულ კანდიდატურებს და დეკემბრის დასაწყისში გადავალთ კანდიდატურების შესახებ მსჯელობაზე.

ვფიქრობთ, რომ უკვე იანვრის პირველ ნახევარში პრეზიდენტი დაასახელებს გიორგი ქადაგიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოში. ისევე როგორც ეს მოხდა გასულ წელს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან - ყაველაშვილთან მიმართებაში.

მნიშვნელოვანია, რომ მომავალი კანდიდატი  იყოს პროფესიონალი - ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით, ჰქონდეს ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება, კარგად აცნობიერებდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის  და მისი სიძლიერის მნიშვნელობას, ამავდროულად იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და არ ჩნდებოდეს არანაირი კითხვის ნიშნები პოლიტიკურ გავლენებთან მიმართებაში“, -აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge