png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთთან და პარტნიორებთან გულწრფელად გაკეთებული გზავნილები პრობლემების გადაწყვეტას მოიტანს - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.12.2017
  • 12:11
რუსეთთან და პარტნიორებთან გულწრფელად გაკეთებული გზავნილები პრობლემების გადაწყვეტას მოიტანს - გიორგი მარგველაშვილი

"თბილისის სტრატეგიული დისკუსიის" დასკვნითი კონფერენცია გახსნა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი უძღვებოდა და საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

სტრატეგიული დისკუსიის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე ისაუბრა, საქართველოსთვის ამერიკელი პარტნიორების მტკიცე და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უწოდა მაიკ პენსის, ჯონ მაკკეინისა და სენატორების საქართველოში ვიზიტებს, ასევე ნატოს სამხედრო კომიტეტის საგაზაფხულო სესიის ჩატარებას.

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს კონგრესში, ბუნდესტაგსა და ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოსათვის ევროპული მისწრაფებების ღია მხარდაჭერას წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში და ტერორიზმი კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე გახდა.

"გასათვალისწინებელია რუსეთის როლი რეგიონის მილიტარიზაციის თვალსაზრისით, რუსეთის აქტიური ჩართულობის გამო ბალტიის, შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით ჩვენი დაცულობის ხარისხი თვისობრივად კლებულობს.

თუ ჩვენ შევხედავთ წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებულ პოლიტიკას, ის თეორიები, რომლებიც ემყარებოდა შეხედულებას, რომ რუსეთთან საქართველოს, ან სხვა მსგავსი გეოპოლიტიკის მქონე ქვეყნების მუშაობა შესაძლებელია, ეს კონცეფცია საფუძველს მოკლებულია.

რუსეთი არ განიხილავს და არ უყურებს ამ პროცესებს თუნდაც მათთვის საინტერესო პოზიციიდან, როგორიც არის ბუფერების პოლიტიკა.

რუსეთი ძალიან ნათლად ხედავს ამ რეგიონებში პრივილეგირებული ინტერესების გატარების შესაძლებლობას, მათ შორის სამხედრო გზით, სამხედრო რესურსით.

ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის აქტიურობას, ასევე იმ წერტილებში, რომელიც მათი აზრით, მოწყვლადია ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებისათვის, ეს არის ის იდეოლოგიური ომი, ის პროპაგანდა, რომელსაც ძალიან აქტიურად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია და ეს ამ წლის განმავლობაში ძალიან ნათლად გამოჩნდა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთმა წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც დასრულდა ცივი ომი არა მორიდებული პოლიტიკით საბჭოთა კავშირის მიმართ, არამედ ძალიან კონკრეტული, ძალიან მიზანმიმართული სამხედრო - ეკონომიკური აღმშენებლობით და ამან მოუტანა წარმატება, როგორც თავისუფალი ქვეყნების ბლოკს, ასევე იმ ქვეყნებს რომლებიც შემდეგ გახდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, თუ საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხრიდან არ იქნება ადეკვატურად გააზრებული საქართველოს როლი ევროატლანტიკური, ევროპული სტაბილურობის და დაცულობის ინტერესებიდან გამომდინარე; თუ არ იქნება ნათლად დანახული მიზანი, რომ საქართველოს ჩართვა ამ სტრუქტურებში ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასტაბილურებაა, ეს  რეალობისგან გაქცევა იქნება.

"უნდა ვიყოთ გულწრფელები და ნათელი გზავნილები გავაგზავნოთ როგორც საკუთარ თავთან, ასევე რუსეთთან და ჩვენს პარტნიორებთან. ეს გულწრფელობა, ეს გამბედაობა მოიტანს პრობლემების გადაწყვეტას და მეტ სტაბილურობას.

რაც ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას - მომავალ წელს იქნება ათი წელი იმ სამიტიდან, სადაც ნათლად იქნა ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების.

დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ახალი პერსპექტივის ჭრილში შევხედოთ იმას, რა გზა, ტაქტიკა, მიზნები უნდა ავირჩიოთ იმისათვის, რომ ეს მიზანი მიღწეული იყოს ეფექტიანად, სწრაფად და ამ მიზანმა განამტკიცოს და არა შეარყიოს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დისკუსიისას და პარალელურ თემატურ სესიებზე განიხილებოდა "შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაცია - ოკუპაცია, ანექსია და დესტაბილიზაცია", ნატო-ს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე - საქართველოს გზა ნატო-ში გასაწევრიანებლად; ეროვნული უშიშროების სტრატეგიები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ: ერთიანი, ეროვნული მიდგომა;

თბილისის სტრატეგიული დისკუსიების პარტნიორები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, აშშ-ს საელჩო საქართველოში, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, ატლანტიკური საბჭო (Atlantic Council), საქართველოს ატლანტიკური საბჭო (ACG - Atlantic Council of Georgia), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP - Georgian Institute of Politics), ალიანსი დემოკრატიის დასაცავად (GMF - Alliance for Securing Democracy), საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC – Georgian Strategic Analysis Center), კონრად ადენაუერის ფონდი (KAS – Konrad Adenauer Stiftung), ა/ო "სამოქალაქო იდეა", ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge