png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ცესკო საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი გახდა

  • საზოგადოება
  • 18.11.2015
  • 13:15
ცესკო საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი გახდა

ცესკო „საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს“ მფლობელია.  საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების მართვის ნომინაციაში გაიმარჯვა; მექსიკაში, პუერტო-ვალარტაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადაეცა. აღნიშნულ ნომინაციაში ასევე იყვნენ წარდგენილები აშშ-ს, ილინოისის შტატის ქუქის საარჩევნო ოლქის და ინდოეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოზე წარადგინა პროგრამა საარჩევნო პროცესის მართვის სისტემა (EPMS), რომელიც საარჩევნო ოპერაციების მართვასა და მონიტორინგზეა ორიენტირებული. ეს ინოვაციური პროგრამა ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიები სდეპარტამენტმა ევროკავშირის და გაეროს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შექმნა 2011 წელს. 2012 წელს კი პროგრამა პირველად გამოიყენეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის. 2012 წლის შემდეგ, პროგრამის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით არაერთი სამუშაო შესრულდა; EPMS-ი მუდმივად უწყობს ხელს ადმინისტრაციას საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში, მათ შორის კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტივობის დროულად მიღებაში, მონაცემთა გადაცემის პროცესში, არჩევნების შედეგების დროულად გამოქვეყნებაში და ა.შ.

EPMS-ი მიზანმიმართულია ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციას: საარჩევნო პროცესების დაგეგმვასა და დანერგვაში, ინფორმაციის გაცვლასა და საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეს შორის კოორდინაციაში, ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვაში, საარჩევნო სტატისტიკური მონაცემების გენერირების პროცესში და ა.შ.

საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია, უკვე რამდენიმე წელია, რაც საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება; რიგით მეთერთმეტე სამდღიან სიმპოზიუმზე, რომელშიც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მონაწილეობდნენ, რამდენიმე მიმართულების მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხები განიხილებოდა: საარჩევნო ადმინისტრაციების ტრენინგების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება, არჩევნების და ფინანსების გამჭვირვალობა, საარჩევნო და ვების ეფექტური გადაწყვეტა და ა.შ. საარჩევნო და ვების თემის განხილვის ნაწილში თამარ ჟვანიამ მიმართულებით არსებულ საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge