png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების და სტაბილური განვითარების წინაპირობაა - ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 20.12.2017
  • 16:30
 ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების და სტაბილური განვითარების წინაპირობაა - ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარების წინაპირობაა. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში დიასპორის და კავკასიის საკითხთა, ევროინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე საუბრისას მიმოიხილა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო მიზანმიმართულად გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ქვეყანამ ასპირანტის სტატუსი მაქსიმალურად გამოიყენოს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

ევროატლანტიკური მიმართულებით 2017 წლის მნიშვნელოვან შედეგებად მინისტრმა დაასახელა ის მაღალი დონის ვიზიტები და ღონისძიებები, რაც გაიმართა მიმდინარე წელს, ესენია: ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სტუმრობა; ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია; ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ოცზე მეტი სხდომა, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე. მისივე განცხადებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, სადაც მიმდინარეობდა ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობა, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და საქართველომ პარტნიორებისგან მიიღო ნატოში გაწევრიანების მკაფიო მხარდაჭერა. მინისტრის თქმით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მიმდინარე მუშაობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კონკრეტულ წინადადებებზე მიდის მოლაპარაკება და განხილვა.

ნატოში ინტეგრაციის გზაზე უახლოესი წლების პრიორიტეტად დასახელდა: მომავალი წლის ნატოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით მაქსიმალურად შესაძლო პროგრესის დაფიქსირება; სამიტზე ყველა სათანადო ფორმატში საქართველოს წარმოდგენა შესაბამის დონეზე; შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ნატოსთან ურთიერთმომგებიანი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება; ალიანსთან მაღალი დონის შეხვედრებისა და აქტიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა; ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური სამოქმედო გეგმის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით ალიანსში გაწევრიანების პროცესის შემდგომი წინსვლა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge