png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩაბუქის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ დასტურდება - ადვოკატი

  • კომენტარები
  • 25.12.2017
  • 14:17
ჩაბუქის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ დასტურდება - ადვოკატი

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩაბუქი 5 წლის განმავლობაში სწორედ ამ სკოლა ლიცეუმის დირექტორი იყო. როგორც ადვოკატი, ვახტანგ კვიჟინაძე აცხადებს, ჩაბუქის ბრალდება - ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი, არ დასტურდება.

„შემოწმდა სკოლები, რომელთაგანაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ერთი თეთრიც არ გადარიცხულა და დივიდენტის სახით არ გასულა. თანხები არამხოლოდ თურქეთის რესპუბლიკაში, არამედ, პარტნიორებთანაც კი არ გატანილა. შესაბამისად, ის ტერორისტული ორგანიზაციას დახმარების ვერ გაუწევდა. სახელმწიფო ბრალდება ედავება, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო. ჩვენ კი ვსვამთ კითხვას, რაში გამოიხატებოდა მისი წევრობა? გარდა ამისა, სკოლები შეფასებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილი. რაში გამოიხატება ეს? თანხა გაცემული არ არის, დამფუძნებელი გიულენი არ არის, აღნიშნული პირის კავშირი გიულენთან საქმეში არ არსებობს. ჩაბუქი კოლეჯების მესაკუთრე არ ყოფილა, ის იყო დაქირავებული თანამშრომელი, მენეჯერული ფუნქციებით აღჭურვილი“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, 24 თებერვალს ჩანიშნულ პროცესამდე ან  ჩაბუქის გათავისუფლება გადაწყდება ან  მისი ექსტრადირება.

„პროცესი 24 თებერვალს არის ჩანიშნული, ამ თარიღამდე გადაწყვეტილი უნდა იყოს მისი ან გამოშვება და საქმის გაგრძელება მისი გარეთ ყოფნის პერიოდში ან ექსტრადირება და თურქეთისთვის გადაცემა“, - განაცხადა ჩაბუქის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს, სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 25 ნოემბერს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. ჩაბუქსა და მის ოჯახს 7 ივლისს, საქართველოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ მხრიდან, უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge