png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ღარიბაშვილი: უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ

  • პოლიტიკა
  • 18.11.2015
  • 16:30
ღარიბაშვილი: უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ

„საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირთან დაახლოების სარგებელი საყოველთაოდ არის აღიარებული. საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითი. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილუობა და ადამიანის უფლებათა დაცვა.

უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში.
საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ წინსვლას ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებაში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ევროკავშირის ღირებულებების განმტკიცების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენმა ხალხმა უნდა დაინახოს მიმდინარე რეფორმების კონკრეტული სარგებელი. არსებითად მნიშვნელოვანია, ცხადვყოთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, მიღწევების შესაბამისად მიმდინარეობს. საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უპასუხოს ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნებს, როგორც ეს გასულ კვირას აღნიშნეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა. უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გზაზე. მან გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი მალე დააწესებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის. გარდა ამისა, ასოცირების კომიტეტმა გააკეთა განცხადება, რომელშიც აღიარებულია „საქართველოს სწრაფი პროგრესი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში“. კომიტეტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ევროსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას „საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოვთქვამ იმედს, რომ კომისიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში პროგრესის შესახებ შევა პოზიტიური სიგნალი ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროპარლამენტარების მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ უნდა გავაღვივოთ ადამიანებს შორის კონტაქტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებისა და ევროპელების ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“-ნათქვამია პრემიერის წერილში, რომელიც euractiv.com-ში გამოქვეყნდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge