png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ე.წ. მოსამართლემ დღეს განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს - ზაზა ბიბილაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.01.2018
  • 15:39
 ე.წ. მოსამართლემ დღეს განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს - ზაზა ბიბილაშვილი

ე.წ. მოსამართლემ დღეს განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს, - განაცხადა  „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა. მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ მოსამართლის გადაწყვეტილება არის დანაშაულებრივი და ის პასუხს აგებს კანონის წინაშე.

„დღეს საქართველოს შეემატა ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე, მე გესაუბრებით ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეზე. ამ ადამიანმა დღეს განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს. მან განაჩენი გამოუტანა მის დამკვეთებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში. მან განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც მას დავალება მისცა შუშის სასახლეში, შეიძლება ითქვას მთლიანად რეჟიმს. მე, მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“ გარანტიას ვაძლევთ ამ ადამიანს, ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეს, რომ ის აუცილებლად პასუხს აგებს იმაზე, რაც მან დღეს გააკეთა. კანონის სრული სიმკაცრით, კანონის წინაშე,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არანაირი საერთო არ აქვს გირგვლიანის საქმესთან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლების - შეწყალების უფლების გამოყენების გამო გაასამართლა.

„მე მინდა ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმოდეს რა მოხდა დღეს. დღეს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისთვის. არ დაუჯეროთ იმათ ვინც გეუბნებათ, რომ თითქოს ეს არის გირგვლიანის საქმე. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე, ეს არის პროკურატურის პროპაგანდა. სინამდვილეში ეს არის შეწყალების საქმე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ საქმის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის შემდეგ შეიწყალა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი პირი. მათ გაუნახევრდათ სასჯელი და ბევრი მათგანი ერთი წლის მერე, 6 თვის მერე ან გარკვეული ვადის შემდეგ გამოვიდა საპყრობილიდან. არავითარი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია და ვინც ამას გეუბნებათ არის ან სახელისუფლებო მედია ან უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლების პროპაგანდაში,“-აცხადებს ბიბილაშვილი.

ზაზა ბიბილაშვილმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა. ბიბილაშვილის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და კანონის უზენაესობა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში კანონი არის ის რასაც იტყვის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge