67 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ედი კლარკი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 11.01.2018
- 18:51
67 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ედი კლარკი გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა.
კლარკი ცნობილი ჯგუფის, Motörhead-ის გიტარისტი იყო და ისეთი ცნობილი ალბომების ჩაწერაში იღებდა მონაწილეობას, როგორებიცაა Motörhead (1977), Overkill (1979) და Ace of Spades (1980). ჯგუფი მან 1982 წელს დატოვა.