png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არ გამოვრიცხავთ, ნდობის ჯგუფი პანკისის სპეცოპერციასთან დაკავშირებითაც შეიკრიბოს - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 12.01.2018
  • 18:02
არ გამოვრიცხავთ, ნდობის ჯგუფი პანკისის სპეცოპერციასთან დაკავშირებითაც შეიკრიბოს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნდობის ჯგუფის შეხვედრა სხვა საკითხებთან, მათ შორის, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაიმართოს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი საქართველოს პარლამენტმა აქტიურად უნდა გამოიყენოს.

,,ნდობის ჯგუფის შეხვედრა უკვე შედგა, როცა საქმე ეხებოდა სპეცოპერაციას თბილისში და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პანკისში სპეცოპერციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, ეს მექანიზმი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მიმართულებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რესურსების განვითარება სჭირდება და ამ კუთხით, პარლამენტი აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ არაერთხელ თავად გვითქვამს, რომ ამ მიმართულებით პარლამენტის რესურსები არის ტრადიციულად საკმაოდ სუსტი, იყო დღემდე ძალიან სუსტი და გვჭირდება ჩვენი რესურსების განვითარება იმისათვის, რომ უკეთ განვახორციელოთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ სამი წლის თავზე, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტი დაასრულებს მუშაობას, შედეგად მივიღებთ თვისებრივად განსხვავებულ ინსტიტუციას პარლამენტის სახით, რომელსაც ექნება ბევრად უფრო განვითარებული რესურსები, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge