პოლონეთში, შესაძლოა, კვირაობით ვაჭრობა აიკრძალოს
- მსოფლიო
- 12.01.2018
- 18:30
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც კვირაობით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს.
მათეუშ მორავეცკის თქმით, ანალოგიური შეზღუდვები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშიც არსებობს.
„ჩვენი შემთხვევა არ არის განსაკუთრებული. ასეთი შეზღუდვები მოქმედებს საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში,“-აღნიშნა პრემიერმა.