სახლის აფეთქების შედეგად ნანგრევებში ორი ცხედარი იპოვეს
- მსოფლიო
- 16.01.2018
- 13:11
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაზის აფეთქების შედეგად სამი სახლი დაინგრა. ნანგრევებში მაშველებმა ორი ცხედარი იპოვეს.
დაშავდა 14 ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. კიდევ ხუთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქების შედეგად ერთ-ერთი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფატქობრივად მთლიანად დანგრეულია, კიდევ ორი სერიოზულად დაზიანადა.
სახლები ანტვერპენის უნივერსიტეტის ახლოს მდებარეობს. არიან თუ არა დაშავებულები ან დაღუპულები სტუდენტები, უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.