პედოფილიაში ბრალდებული მღვდელი გაასამართლეს - სასულიერო პირს 14 წელი მიუსაჯეს
- მსოფლიო
- 17.01.2018
- 12:22
პრიოზორსკის საქალაქო სასამართლომ რუსი მღვდელი პედოფილიაში დამნაშავედ სცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსჯა. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება.
გლებ გროზოვსკიმ სამი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. 2013 წელს ის ეკლესიიდან მოკვეთეს და გროზოვსკი წლების განმავლობაში ისრაელში იმალებოდა.
2016 წელს კი რუსეთს გადასცეს.
გროზოვსკი ბრალს არ აღიარებს.