თურქეთში სასწავლო სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 3 ადამიანი
- მსოფლიო
- 17.01.2018
- 16:54
სასწავლო სამხედრო თვითმფრინავმა CASA-მ თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, ისპარტის პროვინციაში კატასტროფა განიცადა. დაიღუპა სამი ადამიანი. ამის შესახებ ტელეარხი NTV ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
კატასტროფა მთიან რთულ რეგიონში მოხდა, დაღუპულთა შორის ორი პილოტი და ერთი ტექნიკოსია.