სამართლადამცველებმა ანანასის პარტიაში შენიღბული კოკაინის ტვირთი იპოვეს
- მსოფლიო
- 18.01.2018
- 12:03
ესპანელმა და პორტუგალიელმა სამართლადამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ანანასის პარტიაში შენიღბული კოკაინის ტვირთი იპოვეს.
კონტრაბანდისტებს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან 745 კგ ნარკოტიკი გადაჰქონდათ. ტვირთი შენიღბული იყო ანანასების ქვეშ და ხილისთვის განკუთვნილ ყუთებში იყო მოთავსებული.
სპეოპერაციის შედეგად ცხრა ადამიანი დააკავეს. ამის გარდა პოლიციელებმა აღმოაჩინეს ლაბორატორია, სადაც კოკაინს დანამტებს ურევდნენ.