png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

8 000-მდე ბენეფიციარს სასოფლო სამეურნეო მიწების იჯარის გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლოები ეპატიათ

  • ეკონომიკა
  • 19.11.2015
  • 14:48
8 000-მდე ბენეფიციარს  სასოფლო სამეურნეო მიწების იჯარის გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლოები ეპატიათ

„მეიჯარეებს, რომლებსაც 1992-2005 წლებში იჯარით ჰქონდათ აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 2104 1 იანვრამდე ვერ შეძლეს დაკისრებული ვალდებულების შესრულება, გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლოები ეპატიათ“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მინდა გავაკეთო განცხადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში იმ ცვლილებების შესახებ,  რომელიც დღეს ჩვენ წარვუდგინეთ საქართველოს მთავრობას. ეს ცვლილებები შევა გარდამავალ დებულებებში და ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწებს, რომლებიც 1992-2005 წლებში იყო გაცემული იჯარით, ეს არის მიწები, რომლებზეც, სამწუხაროდ, წინა პერიოდში, ცუდი ადმინისტრირების გამო, არსებობდა ან არ არსებობდა ხელშეკრულებები და დღეის მდგომარეობით ვერ ხდებოდა ნორმალური ადმინისტრირება. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებებში გადაუხდელი თანხები ეპატიებათ მეიჯარეებს, ასევე ეპატიებათ ის პირგასამტეხლოც, რომლებიც მათ ამ პერიოდში დაერიცხათ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულმა პირებმა აუცილებლად უნდა მომართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს იმისთვის, რომ პატიების პროცედურა განხორციელდეს. „ჯამურად, რასაც ჩვენ ვითვლით, აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით რვა ათასამდე ბენეფიციარს. ამ ადამიანებს, ამ ფერმერებს, ამ გლეხებს არავინ ეუბნებოდა, რომ მათ ჰქონდათ ეს ფული გადასახდელი, ამის ადმინისტრირებას არავინ არ აკეთებდა. ჩვენ, ერთის მხრივ, ამ ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა, რომ ეპატიოთ დარიცხული ჯარიმები, მეორეს მხრივ, ამით ვაწესრიგებთ ურთიერთობას გლეხებთან და სახელმწიფო იღებს მოწესრიგებულ ურთიერთობებს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან მიმართებაში“ - აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ასევე არის ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით. „აქაც პრაქტიკულად, იგივე მიმართულებით წავედით: 2005-2007 წლებში გარკვეული რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იყო გაცემული პირდაპირი განკარგვის ფორმით, შესაბამისად, აქაც, მეიჯარეებს იჯარის ნაწილში 2014 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული პირგასამტეხლოები და ასევე გადასახდელი ქირა ეპატიათ იმ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ განაცხადებს და შემდგომში უკვე ჩვენ მოვაწესრიგებთ მათთან ურთიერთობებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge