png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო

  • სპორტი
  • 21.01.2018
  • 14:45
ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო ბათუმის სტადიონის მშენებლობა დაიწყო. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია 21 იანვარს გაიმართა. ოფიციალურ ღონისძიებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ესწრებოდა. ოფიციალურ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც რეგიონის, ისე საქართველოს მთავრობიდან. სტადიონის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები.

ღონისძიებაზე სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლით ბათუმის დინამოს წარსული გააცოცხლეს, შესრულდა ცეკვა ,,ხორუმი“ და სიმღერა ბათუმზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყება მიულოცა და მეგა-პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ ისტორიული პროექტის დაწყების, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის, სრულიად ახალი და თანამედროვე სტადიონი პირველად სწორედ ბათუმში შენდება. დღეს აქ შესრულდა ქართული ცეკვა ხორუმი, და ზუსტად ხორუში იგრძნობა ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ერთობა, ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი წარმატება და  ჩვენი გუნდურობა. და როცა ვსაუბრობთ ახალ სტადიონზე, თქვენ ხედავთ პროექტს, რომლის გარე ფასადშიც  სწორედ ხორუმის ელემენტებია ჩართული. ბათუმის სტადიონი იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ერთიანობის და გამრჯვების სიმბოლო“.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის სპორტული სივრცე ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფეხბურთის და სპორტის განვითარებას, არამედ ტურიზმისა და ეკონომიკის წინსვლას რეგიონში.

,, დღეს არის განსაკუთრებული გრძნობა, ყველანი ბედნიერები ვართ. ყველას გვიხარია ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა. ძალიან მალე, ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ეს არის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ადგილი. პირველ რიგში, ეს დღე მინდა მივულოცო ბათუმელებს. კარგად მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა მოსახლე მთხოვდა, როდის იქნებოდა ბათუმში ცენტრალური სტადიონი და დღეს ეს სიტყვა იქცა საქმედ,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც ანსამბლ „ბათუმის“ მიერ შესრულებული ,,მრავალჟამიერის“ თანხლებით გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.

ბათუმის სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აშენებს. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge