ფლორიდაში სავაჭრო ცენტრთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა
- მსოფლიო
- 22.01.2018
- 10:08
ფლორიდის შტატის ქალაქ ლეიკ უელსში სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ამის შესახებ ტელერახი WFTV 9 იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. აფეთქების ადგილთან ახლოს მათ ზურგჩანთა აღმოაჩინეს, სადაც სავარაუდოდ კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.