ცოლ-ქმრული ღალატი, შესაძლოა, კანონით დაისაჯოს
- მსოფლიო
- 25.01.2018
- 14:02
ტაჯიკეთში განიხილავენ ქვეყანაში ცოლ-ქმრული ღალატისთვის სისხლის სამართლის საქმის აღვრის საკითხს. ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ტაჯიკეთის გენერალურმა პროკურორმა იუსუფ რახმონმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დროს გახშირდა მკვლელობები ეჭვიანობის ნიადაგზე. ექსპერტების აზრით, ტაჯიკეთში აუცილებელია ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.