მდინარე სენას წყლის დონემ პიკს მიაღწია
- მსოფლიო
- 29.01.2018
- 13:39
მდინარე სენას დონემ პიკს მიაღწია. ხელისუფლების განცხადებით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში წყლის დონე დასტაბილურდება, სამშაბათიდან კი ნელ-ნელა დაიწევს.
წყალდიდობის გამო, პარზში 1500-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.
რამდენიმე დღეს სენაზე შეწყვეტილია წყლის ტრანსპორტის მიმოსვლა.
წყალდიდობის გამო მოსალოდნელი რისკებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ცნობილ მუზეუმებში, დაკეტილია ლუვრის მუზეუმის ნაწილიც.