png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ახალი მემარჯვენეები“: მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის ერთობლივი მხარდაჭერისკენ

  • პოლიტიკა
  • 20.11.2015
  • 12:17
„ახალი მემარჯვენეები“: მოვუწოდებთ  ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის  ერთობლივი მხარდაჭერისკენ

გუშინ ჩვენი საზოგადოება მოწმე  გახდა მმართველ კოალიციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის კიდევ ერთი  ურთიერთბრალდებებისა, ამჯერად ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის  პროცესთან დაკავშირებით, ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეები" განცხადებას ავრცელებენ.პარტიის წევრების განცხადებით, ისინი გმობენ, ნებისმიერი მხარის  მიერ  ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელის შეშლას და პროვოკაციებს აღნიშნულ თემასთან მიმართებაში.

"ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი  მომავლისთვის,  ჩვენი  მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ  დასკვნა, რომელსაც ველოდებით ევროკომისიისგან ამ საკითხთან დაკავშირებთ იყოს დადებითი და საქართველომ მოიპოვოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება. ამიტომ, ამ სიტუაციაში,  აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მსგავსი ურთიერთბრალდებები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს  ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას.

„ახალი მემარჯვენეები“  გამოვდივართ ინიციატივით   ამ პროცესისადმი  მხარდაჭერა ერთობლივად დავადასტუროთ   საქართველოში მოქმედმა ყველა ძირითადმა  პოლიტიკურმა პარტიამ, როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა, ვისაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს დაუყოვნებლივ  დავიწყოთ კონსულტაციები, რათა მომზადდეს ერთობლივი მიმართვის ტექსტი, რომელშიც დავაფიქსირებთ  ჩვენს   მტკიცე ნებას და მზადყოფნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ერთობლივი განცხადებით  უახლოეს დღეებში მივმართავთ ევროკომისიას,  ევროკავშირის   წევრ სახელმწიფოებს და ეს იქნება ჩვენი, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გამოხატულებაც და გარკვეული გარანტიებიც ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მზად არის ამ გადაწყვეტილებისათვის.

მიუხედავად   ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიებს შორის დაპირისპირების და ერთმანეთის  მიმართ   კრიტიკული განწყობებისა, მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ ძალას,  რომელიც აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ამ პროცესში, იხელმძღვანელოს  სახელმწიფო ინტერესებით და შეუერთდეს ერთობლივ მიმართვას", - აღნიშნულია "ახალი მემარჯვენეები" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge