მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 01.02.2018
- 10:18
იაპონიაში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი კუნძულ ჰოკაიდოზე, ქალაქ საპოროში მოხდა.
ტელეარხ NHK -ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე 40 სახანძრო ბრიგადა იმყოფებოდა.
შენობაში 16 ადამიანი ცხოვრობდა. მაშველებმა მხოლოდ ხუთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება.