ხმელთაშუა ზღვაში 10 მიგრანტი დაიხრჩო
- მსოფლიო
- 02.02.2018
- 12:56
სულ მცირე ათი მიგრანტი დაიხრჩო ხმელთაშუა ზღვაში ლიბიის სანაპიროსთან ქალაქ ეზ-ზუვარის რაიონში ნავის ჩაძირვის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტური მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ნავში, ასამდე მიგრანტი იმყოფებოდა ათობით ადამიანი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. მიგრანტები ძირითადად პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები არიან.